Saturday, October 14, 2017

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობებზე, ასევე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლაზე, სახელმძღვანელოში ვნახე მეექვსე მოდული, აქტოვობა 1. განვიხილეთ სააზროვნო უნარები, ვიმსჯელეთ თემის გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა,შევავსე ყველა პუნქტი. გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტებს, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე. დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები.

Sunday, October 8, 2017

მეშვიდე დღე

დავიწყეთ ტრენინგი წინა დღის გახსენებით, გავიმეორეთ წინა დღის მასალა, დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი. ვიხელმძღვანელეთ არსებული პროექტის გეგმებით და ასევე გავწერეთ სასწავლო პროცედურები. შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზის გრაფა.

Saturday, October 7, 2017

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ google ღრუბლებში, ვისწავლეთ ფაილების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი. ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა power point-ში. ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე. მივიღეთ დავალება მოვძებნოთ პროექტისათვის შესაბამისი შეფასების ფორმები და შევქმნათ პრეზენტაციის შეოფასების რუბრიკა.

მეოთხე დღე

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მომცემ საკვანძო საკითხებზე. გადავნაწილდით წყვილებშიდა განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რის შემდეგაც გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისთვის, ჩავწერეთ გოოგლე დოც.ში, გავუზიარეთ როგორც ტრენერს ასევე ერთმანეთს. ტრენერისგან და ერთმანეტისგან მივიღეთ კომენტარები. ასევე გადავამოწმეთ სტანდართები, ინდიკატორები და მიზნები.

მესამე დღე

ვისაუბრეთ სტანდარტების შესახებ. გავეცანით საიტს ncp.ge-ს და ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდართები და ინდიკატორები და მივიღეთ საშინაო დავალება რომ დაგვეხვეწა სახლში. ვისაუბრეთ მიზნებზე და გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები და მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის მიზნები, რომელიც ასევე სახლში უნდა დავხვეწოთ.

მეორე დღე

განვიხილეთ იდეები, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან და ჩამოვყალიბდით საბოლოო საპროექტო იდეებზე. შევქმენით ჩვენი პორთფოლიოს საქაღალდე, რომელიც გადავითანეთ ელექტრონულ ღრუბლებში. ვისწავლეთ drive-ში მუშაობა.

Saturday, September 9, 2017

პირველი დღე

გავეცანი პროექტის ძირითად მიზანს, სახელმძღვანელოს ნავიგაციის დახმარებით გავეცანით რას მოიცავს ინტელის ძირითადი კურსი, ვნახეთ მზა პროდუქტები და რესურსები, გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს. თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმის დახმარებით დავგეგმავ მის გამოყენებას ჩემს საქმიანობაში. შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო და ასევე ბლოგი.